Thursday, November 8, 2012

სასწავლო პროექტი


1.      პროექტის სახელწოდება: დახრილი კოშკები

2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან, რატომ არ ინგრევა დახრილი კოშკები, როგორ აგებენ  მშენებლები ასეთ ნაგებობებს, რას ითვალისწინებენ ისინი მშენებლობისას.

3.      პროექტის აქტუალობა: მარტივი კონსტრუქციების აგება, სადაც იგივე პრინციპი იქნება დაცული.

4.      პროექტის მიზანი:  ინფორმაციის ან სასწავლო  მასალის  მოპოვება სხეულთა წონასწორობის სახეების შესახებ, სიმძიმის ცენტრის მცნება და მისი მდებარეობის განსაზღვრა სხვადასხვა სხეულებში.

5.      მონაწილეთა ასაკი: 12 წელი

6.      ვადა/ხანგრძლივობა: 1 კვირა

7.      მოსალოდნელი შედეგები: მეტი ინფორმაციის მოპოვება სხეულთა წონასწორობის შესახებ, პატარა კუბებისა და ნარდის სათამაშო ქვების საშუალებით კონსტრუქციების აგება, სადაც სიმძიმის ცენტრიდან დაშვებული შვეული არ გამოდის კონსტრუქციის საყრდენი ფუძიდან

8.      პროექტის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, მარტივი კონსტრუქციებისთვის მოსამზადებელი მასალა.

9.      პროექტის მსვლელობა: თემის არჩევა, საჭირო მასალის მოძიება სახელმძღვანელოში, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, მარტივი კონსტრუქციების აგება.
ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება:



10.  პროექტის ხელ-ლი: #1 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ნონა გობრონიძე.

11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: bukabukabuka7@gmail.com