1.
პროექტის სახელწოდება: დახრილი კოშკები
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან, რატომ
არ ინგრევა დახრილი კოშკები, როგორ აგებენ
მშენებლები ასეთ ნაგებობებს, რას ითვალისწინებენ ისინი მშენებლობისას.
3.
პროექტის აქტუალობა: მარტივი კონსტრუქციების აგება,
სადაც იგივე პრინციპი იქნება დაცული.
4.
პროექტის მიზანი:
ინფორმაციის ან სასწავლო მასალის მოპოვება სხეულთა წონასწორობის სახეების შესახებ,
სიმძიმის ცენტრის მცნება და მისი მდებარეობის განსაზღვრა სხვადასხვა სხეულებში.
5.
მონაწილეთა ასაკი: 12 წელი
6.
ვადა/ხანგრძლივობა: 1 კვირა
7.
მოსალოდნელი შედეგები: მეტი ინფორმაციის მოპოვება სხეულთა
წონასწორობის შესახებ, პატარა კუბებისა და ნარდის სათამაშო ქვების საშუალებით კონსტრუქციების
აგება, სადაც სიმძიმის ცენტრიდან დაშვებული შვეული არ გამოდის კონსტრუქციის საყრდენი
ფუძიდან
8.
პროექტის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი,
მარტივი კონსტრუქციებისთვის მოსამზადებელი მასალა.
9.
პროექტის მსვლელობა: თემის არჩევა, საჭირო მასალის მოძიება
სახელმძღვანელოში, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, მარტივი კონსტრუქციების აგება.
ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება:
10. პროექტის
ხელ-ლი: #1 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ნონა გობრონიძე.
11. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: bukabukabuka7@gmail.com
No comments:
Post a Comment